top of page

„ვინ ვართ ჩვენ – ვინ იცის, რას ვაკეთებთ?“

Updated: Nov 22, 2024



„ვინ ვართ ჩვენ – ვინ იცის, რას ვაკეთებთ?“ – ეს თითქოს მარტივი კითხვა სინამდვილეში ბევრი კომპანიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. როგორ ავუხსნათ ჩვენს დამსაქმებელს, რა მიზნებს ვემსახურებით, რაშია ჩვენი ძალა და რა ღირებულებები გვაერთიანებს? Powerful: Building a Culture of Freedom and Responsibility-ში პატი მაკკორდი გვთავაზობს ახალ მიდგომას, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი კორპორატიული კულტურა, რომელიც თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული, და არა კონტროლსა და შიშზე. მისი აზრით, წარმატებულმა კომპანიებმა პირველ რიგში პასუხი უნდა გასცენ ამ კითხვას, რათა შექმნან ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეულმა თანამშრომელმა ზუსტად იცის, რა მიზანს ემსახურება და რა წვლილი შეაქვს საერთო წარმატებაში. თავისუფლება და პასუხისმგებლობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამშრომელთა ჩართულობასა და მოტივაციაში. როდესაც ადამიანს ენდობი და მას მისცემ თავისუფლებას თვითონ განსაზღვროს, თუ როგორ შეიტანოს საკუთარი წვლილი კომპანიის წარმატებაში, ის უფრო მოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებულია. ასეთი მიდგომა, თავის მხრივ, აძლიერებს არა მხოლოდ სამუშაოს ხარისხს, არამედ უშუალოდ კომპანიის კულტურასაც. როდესაც ღირებულებები გამჭვირვალე ხდება და თანამშრომლები გრძნობენ რომ მათ უსმენენ ისინი უკვე არა მხოლოდ გუნდის ნაწილად, არამედ კომპანიის ძირითადი შემქმნელებად იქცევიან. ამგვარი გარემო კი არა მხოლოდ ზრდის მათ, არამედ უშუალოდ კომპანიისთვის მომგებიან შედეგებს ქმნის. თითოეული თანამშრომელი გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი განვითარებისა და მომავლის წინაშე , რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, შექმნას ძლიერი ბრენდი. როდესაც ყველას ზუსტად ესმის, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ, აღარ არის საჭირო ზედმეტი სიტყვები. მოტივაცია, შედეგები და კულტურა თავად პასუხობს მთავარ კითხვას – და სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.

Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
bottom of page