რეკრუტინგისა და შერჩევის სტრატეგიის მნიშვნელობა ტექნოლოგიურ სამყაროში
- lbutskhrikidze24
- Mar 29
- 2 min read
Updated: Mar 31
ტექნოლოგიების განვითარებამ, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებს რაღაც კუთხით უმარტივდებათ თანამშრომელთა მოზიდვა, უარყოფითი შედეგებიც მოიტანა. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო რთული ხდება თანამშრომელთა შენარჩუნების საკითხი, ასევე კანდიდატთა შერჩევაც. კვლევებით დასტურდება, რომ თანამშრომლები 91 დღის შემდეგ უკვე იწყებენ ახალი სამშაოს ძიებას, რადგან სააპლიკაციო პროცესი ძალიან გამარტივებულია. რაც უფრო მარტივდება აპლიკაციის გაგზავნის პროცესი, მით უფრო რთულდება ორგანიზაციებისთვის შესაბამისი რესურსის შერჩევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ კარგავს აქტუალობას და მეტიც, მისი მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება.
აღნიშნული მრავალ პრობლემას იწვევს ორგანზიაციებისთვის. ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება დასახელდეს მაღალი გადინების მაჩვენებელი, რადგან არასწორად შერჩეული პერსონალი ორგანზიაციაში დიდხანს არ რჩება. ასევე პრობლემატურია სტრესის ფონიც ორგანიზაციაში, რადგან გახანგრძლივებული შერჩევის პროცესი ხშირად სრულდება სხვა თანამშრომლებზე დავალებების დელეგირებით, რაც მათ ფრუსტრაციას იწვევს. ერთ-ერთი პრობლემათაგანი ორგანიზაციის დაბალი წარმადობაა მიზნებთან მიმართებით, რასაც არაკვალიფიციური და ხშირად შეუსაბამო პერსონალის დაქირავება იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ აპლიკანტებისთვის არ ვითარდება, ორგანზიაციები ხშირ შემთხვევაში მაინც მოუმზადებლები აღმოჩნდენ ამ იარაღის გამოყენების კუთხით. საფიქრებელია, რომ ბევრი მათგანი არ იყენებს გაზომვის საშუალებებს, რითაც დაქირავების პროცესს შეაფასებს. მაგალითად, დაქირავების დროისა და ღირებულებების მაჩვენებელს, ან მათ ხარისხობრივ შეფასების სქემებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დამსაქმებლის ბრენდინგია, სადაც კანდიდატებს შესაბამისი ცოდნის მიღება უნდა შეეძლოთ ორგანიზაციის ღირებულებების შესახებ. სწორი ბრენდინგი ორგანიზაციებს არიდებს არაკვალიფიციურ კანდიდატებს და იზიდავს მიზნობრივად შესაბამის საორგანიზციო რესურსს. მაგალითად, აღსანიშნავია ე.წ კარიერული გვერდები, სადაც კანდიდატებს ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა კულტურისა და ღირებულებების მატარებელია ორგანიზაცია. არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანოთ NIKE რომლის მისიაშიც განსაზღვრულია, რომ ეს ორგანიზაცია ყველასთვის არ არის, რაც მის უნიკალურობას მიანიშნებს.
საფიქრებელია, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ რეალურად უნდა შეუმსუბუქოს ორგანზიაციებსა და კანდიდატებს სწორი გადაწყვეტილების მიღების დრო და რესურსი. სამწუხაროდ, სტრატეგიის არარსებობის გამო ბევრი ორგანიზაცია ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დღეს სწორად არ იყენებს. საფიქრებელია, რომ სწორად შერჩეული კითხვები, აპლიკაციის ზომა, სწორ აუდიტორიაზე შერჩეული ბრენდინგი ორგანიზაციებს აუცილებლად აარიდებს თავიდან უამრავ სააპლიკაციო ფორმას. ვფიქრობ, რომ დღევანდელი მსოფლიო უამრავ შესაძლებლობას იძლევა პროცესები მეტად სარგებლიანი გახდეს ყოველი დაინტერესებული მხარისთვის. იმისათვის, რომ შესაბამისი კანდიდატები შესაბამის ორგანიზაციებში აღმოჩნდენ, საჭიროა სტრატეგიის განსაზღვრა ყველა დონეზე, რათა თავიდან ავირიდოთ შრომით ურთიერთობებში სამომავლო ბუნდოვანება.

👍